“ამ საქმეს ასდის პოლიტიკური ოპონენტების დევნის სუნი” – ხათუნა ლაგაზიძე ე.წ. კაბელების საქმეზე

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

ე.წ. კაბელების საქმეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის წევრი.

“ამ საქმეს ასდის პოლიტიკური ოპონენტების დევნის სუნი, რადგან არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ეს ძალიან გავს იმ პროცესის დასაწყისს, რომელსაც ქვია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი დასასრულის განაჩენის გამოჭედვა. ფაქტობრივად, კაბელების საქმით, დღევანდელი ხელისუფლება იწყებს საკუთარი განაჩენის გამოჭედვას საქართველოს მოსახლეობის თვალში,” – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

თავდაცვის სამინისტრო ხუთივე მაღალჩინოსანს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაში“ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ” – გიორგი ვლოსკი ე.წ. კაბელების საქმეზე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, არ დაუშვას ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება