საქმე საქმეზე რომ მიდგება მოგვცემენ ხმას ჩვენ, ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს

„რუსთავი 2″-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეების უმეტესობა ამ ეტაპზე ვერ ბედავს ხმამაღლა იმის თქმას, რეალურად ვის უჭერენ მხარს და გამოკითხვაში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ასახელებენ, თუმცა არჩევნების დღეს, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლიან. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ფიქრობს, რომ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს.

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგებს, ეს არის ძალიან მაგარი რეზულტატი, ძალიან მაგარი მონაცემები. იმიტომ რომ, იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც სალომე ზურაბიშვილის 30 თუ 32% აღელვებს. აქ მესამედია დაახლოებით ბაზა მყარი იდეური ქოცების. დანარჩენი, ეს არის სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც უბრალოდ ეშინიათ თქმა, რომ არ აძლევენ ხმას ზურაბიშვილს. მარგამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება არ მისცემენ ხმას და მოგვცემენ ხმას ჩვენ. ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ვაშაძეს რომ დაუმატო ასევე ბაქრაძის ხმები, რომელიც გარდაუვლად აქეთ გადმოვა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ამ ეტაპზე, ბაქრაძისთვის ხმის მიცემა პრაქტიკულად შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს, როდესაც ვაშაძეა აშკარად პირველ ადგილზე და ეს ხმები ერთად, არის აბსოლუტური უმეტესობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ახლოვდება ძალიან დიდი ტალღა, ძალიან დიდი ელექტორალური ტალღა, რომელიც გადაფარავს ყველა მათ გაყალბების მექანიზმს, რომელიც აუცილებლად წალეკავს ივანიშვილის ყველა გეგმას და ყველა ხრიკს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველ ხალხს ძალიან უჭრის, პურის ფული არ აქვს და ფქვილი გამოაქვს ნისიად მაღაზიებიდან. ეს ისეთი ტალღაა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, ზუსტად ისევე როგორც ვერ გააყალბეს მაგალითად, მალაიზიაში, ბევრად უფრო ძლიერმა ოლიგარქებმა, უკრაინაში თავის დროზე, საქართველოში თავის დროზე, სულ ახლახან მეზობელ სომხეთში. საქართველოშიც ქართველი ხალხი უბრალოდ განწირულია გამარჯვებისთვის 28 ოქტომბერს, ყველაფერი კარგად იქნება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაჩენას ცდილობენ არჩევნებამდე”
შემდეგი სტატიამივიდეთ 28 ოქტომბერს არჩევნებზე, უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“ და წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა