“საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან” – მამუკა ბახტაძე დღეს განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან გარკვეული ძალები სახელმწიფოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაყვანას ცდილობენ, მამუკა ბახტაძის თქმით , ის სოლიდარული იყო და სოლიდარულია იმ გულწრფელი სამართლიანი პროტესტისა, რომელიც საზოგადოებას გაუჩნდა რუს დეპუტატებთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული ძალები ამ პროტესტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ:

„რასაც ვადევნებთ თვალყურს ეს არის ძალადობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ენმ-მ საქართველო გაიყვანის სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ეს არ გამოდიოდა 7 წლის განმავლობაში და არ გამოუვა ახლა.

მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მე ვარ თქვენს გვერდით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში, საქართველოში ძალადობნა მიუღებელია, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, სამართლიანი და ძალადობას არასოდეს შევურიგდებით. სამართლიან გულწრფელ პროტესტს ქონდა ადგილი ადამიანებში, მათ შორის ჩემშიც მაგრამ ძალადობა არის მიუღებელი და ამას ექნება ადეკვატური პასიხი. ბუნებრივია ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა, თვითონ ის ფაქტი როგორ მოხდა ეს, მანიშნებელია იმისა რომ ეს არის პროვოკაცია.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიარავინ გადადგება, ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატიააქციაზე ცრემლსადენი აირი გაუშვეს