„საქმე ეხება ჩანაწერს“ – ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაშია. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პროკურატურაში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის მოწმის სტატუსით დაიბარეს.

კილაძემ გამოძიებას ორი წლის წინ ჩანაწერები გადასცა. მისი თქმით, ჩანაწერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური აღიარებდა, რომ მასთან კუდ-ის მაღალჩინოსანი მივიდა და პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა.

„გამოძიება, როგორც ვიცი, დაწყებულია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. სავარაუდოდ, საქმე ეხება იმ ჩანაწერს, რომელიც 2 წლის წინ გადავეცი პროკურატურას, როდესაც ჩეჩენი საველე მეთაური ურაის ახმადოვი აღიარებდა, რომ მასთან მივიდა კუდის მაღალჩინოსანი მასტერა და დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა,“-ამბობს კილაძე.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ელისო კილაძე პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაში„ირაკლი რუხაძე მატყუარაა“ – ხმაურიანი აქცია და მაუდის ქარხნის დაზარალებული თანამშრომელთა მოთხოვნები
შემდეგი სტატიათემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ დაიცავს