საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტში თებერვალში წარსდგება

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

margvelashviliქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის წესს რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, მაგრამ შესაძლოა, პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდეს.

პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა შესაძლოა, პოლიტიკური დებატების ფორმატშიც წარიმართოს, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ბიურო იღებს.

banner
წინა სტატიაშიფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიახელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს?