საქართველოს პატრიარქი – ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ

admin
: admin იანვარი 2, 2015 09:22

საქართველოს პატრიარქი – ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ

patriarqiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა.

“თაიმერი” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საახალწლო მილოცვას უცვლელად გთავაზობთ.

“ღვთივკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს!

ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.
დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემების წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული. ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა.
“გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან!”
“მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!”
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!”, _ ბრძანა პატრიარქმა.

admin
: admin იანვარი 2, 2015 09:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,990
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics