
ზვიდ ხაჩიაშვილი დღეს ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტია, თუმცა აღნიშნული კონფერენციების წყალობით, ის სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირდა ჯერ ვიცე–პრეზიდენტად, ხოლო 2014 წლის 18 ივლისს დარბაზის ფეხბურთის პრეზიდენტად აირჩიეს. კვლავ უკანონოდ. მისი გუნდის წევრს ჟურნალისტ ალექსანდრე ლეჟავას სასამართლოზე გაცხადებული აქვს რომ მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, თუმცა ეროვნული ნაკრების შედეგი საკმაოდ ტრაგიკულია.
პირველი მოსმენის შემდეგ გამტყუნებული მხარე სპორტის ამ სახეობის განვითარებას ფუსტალში (მინი-ფეხბურთი) სამეგრელოს ნაკრების შექმნას ეძახის. საქართველო ეროვნული ნაკრები 8 და 9 მაისს ერთგვარ ვოიაჟში წავიდა და ჯერ ბათუმში აჭარას, ხოლო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სენაკის მუნიციპალურ დარბაზში სამეგრელოს დაუპირისპირდა.
თავისთავად ყოველივე ერთგვარი ნონსენსია. ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებიც, მათ შორის რუსეთი, აშშ, კანადა, გერმანია და მათი ფეხბურთის ფედერაციები არ დგამენ ქართველი კოლეგების მიერ შეთხზულ ნაბიჯებს და არ ქმნიან ჩეჩნეთის, კვებეკის, პრუსიის ნაკრებებს როგორც დიდ ასევე მინი–ფეხბურთში.
ისმება კითხვა: ვის დაებადა სამეგრელოსთან ამხანაგური მატჩის ჩატარება და ვინ დააფინანსა აღნიშნული ტურნე. წარმოიდგინეთ სოხუმიდან არააღიარებულმა ფეხბურთის ფედერაციამ რომ მოითხოვოს აგერ, ა, სამეგრელოს ფუტსალს შეხვდით და აწი აფხაზეთსაც ესპარინგეთო, რა მოხდება !!! კი ბატონო სამეგრელოს ფუტსალის ასოციაცია არის ალბათ იგივე საქართველოს ფუტსალის სუბიექტის წევრი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ან ბათუმში ან სენაკში თუ მართლა თამაში სწყუროდათ ქართული ფუტსალის დროებით მესვეურებს, მეტოქე მხარესთვის დაერქვათ მეორე ან თუნდაც ექსპერიმენტალური ნაკრები?
ფიფა რომ სავსეა აფხაზ სეპარატისტთა დოკუმენტაციით, მოგვეცით საშუალება ვითამაშოთ ეროვნული ნაკრების დონეზეო, ჩვენმა ფუტსალმა არ იცოდა? თუ არ იცოდა, ეგ კიდევ ცალკე დანაშაულია.
რეალურად ქართულმა პრესამ ეს ყოველივე გადაყლაპა. პოლიტიკოსებსაც მინი-ფეხბურთელების ,,ვაჟკაცურ,, ნაბიჯზე რეაქცია არ ქოინიათ ! დღემდე არცერთ ქართული სპორტის ფედერაციას ამდაგვარი უპასუხისმგებლო ნაბიჯი არ გადაუდგამს. ნოვატორი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი გამოდგა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წევრობა დროებით მანამდეც ჰქონდა შეჩერებული ზვიად ხაჩიაშვილის უწყებისთვის და ეტყობა ყოველივე ამან, და დამატებით სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებამ თვალზე ბინდი გადაუკრა.
პასუხისმგებლობა მწვრთნელზეც უნდა გადავიდეს, სად მიგყავს ნაკრები არ უნდა იცოდე? მასალებს ჩავეძიეთ და აღმოჩნდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ლევან გრიგოლია მწვრთნელად ახალი დანიშნული ყოლიათ. რამდენად პროფესიონალი გამოდგა ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეს 8 და 9 მაისს დამტკიცდა. მატჩებს სპონსპორებიც ჰყოლია “ლელო” და “ჯეოსპორტი” . უცნაურია, რომ სფფ–ს უეფა–ს და ფიფა–ს ლოგოებიც ამშვენებს ამ სეპარატისტული შეხვედრის პოსტერს.
იმედია, შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გაარკვევენ თუ ვინ რა მოტივით და რა ფინანსებით შეთხზა და განახორციელა სენაკში სამეგრელო–საქართველო მატჩი.
დასასრულს, გადახედეთ სხვა ქვეყნებს და მერე თავად იმსჯელეთ, რა უგუნური საქციელი მოუტანეს სახელმწიფოს ერთიანობას მინი-ფეხბურთელებმა.















