საქართველოზე უკეთ ცოტა თუ ხვდება იმ რეალობას, რაც უკრაინაშია, საქართველომ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მიიღო დამანგრეველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – კლევერლი

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის დადებული შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ იყო პირველი მსგავსი დოკუმენტი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან გააფორმა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, – ამის შესახებ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა, რომელზეც დღეს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

ჯეიმს კლევერლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება არის მტკიცებულება ჩვენი მტკიცე კავშირისა და საქართველოს წარმატებისადმი დიდი ბრიტანეთის ერთგულებისა.

„მე მინდა, რამდენიმე მიღწევაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა უკანასკნელ წლებში. ჩვენი ღირშესანიშნავი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ იყო პირველი მსგავსი დოკუმენტი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან გააფორმა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი. ეს არის მტკიცებულება ჩვენი მტკიცე კავშირისა და საქართველოს წარმატებისადმი დიდი ბრიტანეთის ერთგულებისა. დოკუმენტში მოცემულია ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის აღნიშნავს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი. ის, ასევე იძლევა ჩარჩოს ჩვენი ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ სფეროებში, რასაც განაპირობებს უორდროფის სტრატეგიული დიალოგი. როდესაც პუტინის ბარბაროსული შეჭრა გრძელდება, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ცოტა თუ ხვდება იმ შემზარავ რეალობას, რაც ხდება უკრაინაში, საქართველოს ხალხზე უკეთესად.

„მათ საკუთარ თავზე გადაიტანეს რუსეთის აგრესიის შედეგები, მრავალი ათწლეულის განმავლობაში და არა მხოლოდ 2008 წელს, როდესაც ომმა უამრავი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია. დიდ ბრიტანეთთან ერთად საქართველომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში და მიიღო დამანგრეველი სანქციები რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ. ეს ერთიანობა მტკიცე გზავნილია პუტინისთვის, რომელიც ცდილობს, გაანადგუროს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები, ერების უფლება, თავად აირჩიონ მომავალი, თავისუფლად, აგრესიისა და შეჭრის შიშის გარეშე. პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს ჩვენ ძალისხმევას იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომელთა ტერიტორიების მითვისება პუტინს სურს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამაყმა დემოკრატიებმა, როგორიც საქართველოა, გახდეს მავნებლური ჩარევის ობიექტი. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში მტკიცეა და ეს ასეც დარჩება. ქართველი სამხედროები ავღანეთში ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ, ალიანსის მისიისა და ქაბულიდან ევაკუაციის დროსაც. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თანამშრომლობას მოკავშირეებთან ერთად, რათა გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა კლევერლიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა, ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომ ნატო-ს გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა
შემდეგი სტატია„ოცნებამ“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა – პოდოლიაკი