5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ

“ევროსკოპის” ინფორმაციით, საქართველოზე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე Facebook-ზე წერს.

მისი ცნობით, ანგარიშის ავტორი და საქართველოზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

“ეს იქნება დოკუმენტის პირველი მოსმენა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება შესწორებების ინიცირებისაც. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ თანამომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან”, – წერს თამარ ნუცუბიძე.

banner
წინა სტატიაშიმერცი: საჭიროა ამერიკელ მეგობრებთან ურთიერთობების ხელახლა განსაზღვრა
შემდეგი სტატიააშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო