” საქართველოსთვის” საარჩევნო პლაკატები მარტვილში დანით დასერეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.თარგამეულში გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ფარცვანიას და მერობის კანდიდატის ლაშა ლეკიშვილის საარჩევნო პლაკატი სავარაუდოდ დანით დასერეს, ამის შესახებ ნიკა ფარცვანია სოც.ქსელში თავად წერს.

როგორც ფოტომასალით ირკვევა, დაზიანებულ სარეკლამო პლაკატებზე გადაკრულია “ქართული ოცნების ” მეორების კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას სარეკლამო პლაკატი

ბოლო დღეების მანძილზე, მარტვილში სახვასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატების დაზიანების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

წინა სტატიაშიყაველაშვილი სააკაშვილზე – დავუშვათ, ჩამოვიდა, რას აპირებს, საზოგადოების დაპირისპირებას?
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი სააკაშვილზე – ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში