საქართველოსთვის მიუღებელია ამ საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა

მიუღებელია საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“, სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა. თეა წულუკიანმა საზოგადოებას ექსპრეზიდენტის წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა.

„ჩვენი პოზიცია შესაბამისია ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობასთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, რა თქმა უნდა ვერაფერი მიაყენებს ჩრდილს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ იმ პროცესს, რომ ეს კრიმინალი არ აღმოჩნდეს უკრაინელი ხალხის მმართველი, რადგან ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი იმსახურებს გაცილებით მეტს, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ ამ თემაზე ამგვარი ხისტი პოზიციის ქონას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმიტომ, რომ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე აღმოჩენა არის ქართველი ხალხის და მის მიერ გაუბედურებული ადამიანებისა შეურაცხყოფა. ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ჩემი აზრით, ეს დანიშვნა უკრაინელი ხალხისთვის. იმიტომ, რომ უკრაინელმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სააკაშვილსა და მის პარტიას მისცა ხმები, რომელიც არის 0,4%. შესაბამისად უკრაინელმა ხალხმა მისი პოზიცია სააკაშვილისა და მისი პარტიისადმი გამოხატა. აქ საუბარია ასევე იმაზე თუ რა იქნება ჩვენი რეაქცია, თუ ეს მაინც მოხდა. ჩვენი რეაქცია იქნება ასევ პრინციპული და მკაცრი. ჩვენ ნამდვილად არ მოგვინდება და არ დავაპირებთ, რომ ასეთ ვიცე-პრემიერთან რაიმე ტიპის ოფიციალური ურთიერთობა ვიქონიოთ. ჩვენ მინიმუმ გამოვიწვევთ ელჩს კონსულტაციებისთვის, ყველა დიპლომატმა და არა მხოლოდ, იცის რას ნიშნავს ეს დიპლომატიურ ენაზე. შემდეგ ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც ჩვენ უკრაინული მედიიდან და ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მინიმუმ შეფერხდა და ალბათ, შეიძლება არც შედგეს. ის 0,4%, რაც მან არჩევნებში დააგროვა, რა თქმა უნდა ასახვას პოვებს რადაშიც, რადგან რადაში უკრაინელი ხალხის წარმომადგენლები საქმიანობენ და მათ უკეთ იციან, მოეწონებათ უკრაინელებს სააკაშვილი გავიცე-პრემიერება თუ არა. ეს არ არის უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის საქართველოსა და საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მიუღებელია ამ საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა. ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, და ამ უფლებას ვიყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების გამო, არამედ უკრაინელი ხალხის სასიკეთოდაც“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ზუგდიდში COVID 19-ზე მედიკოსების კვლევები დაიწყება
შემდეგი სტატიაწულუკიანი: მათი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი როლისა და მისი დიდი ძალისხმევის დამსახურებით მოვიშორეთ