13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

“საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება… EU მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში”-ვარჰეი

“საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება… EU მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში”, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

banner
წინა სტატიაში“ქართველმა ხალხმა თავისუფალი მომავალი აირჩია… გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ მხარი დავუჭიროთ მაშინ, როცა ისინი რუსეთის ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე არიან”-ჰელსინკის კომისია
შემდეგი სტატიალაშა ბაქრაძე: სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი…