საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია-მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პროცედურა არ შეყოვნდება- ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია გასავლელი, რომელიც ახალი წლის დასაწყისში დაიწყება. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და საკითხზე ევროპარლამენტი და ევროკავშირი არაფორმალურად უკვე შეთანხმდნენ.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულია. მნიშვნელოვანი ბარიერი, რომელიც იდგა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე, ვგულისხმობ, შეჩერების მექანიზმს, გადალახულია. საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა. ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო არაფორმალურად შეთანხმდნენ. ამას სჭირდება ახლა ფორმალიზება, რომელიც ახალი წლის დასაწყისში წარიმართება. ეს პროცედურა, დარწმუნებული ვარ, არ შეყოვნდება, რადგან მხოლოდ ტექნიკურ პროცედურებს უკავშირდება. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. პროცედურები მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპონენტები სიტყვა ლეგიტიმაციას უადგილოდ იყენებენ-ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატიათოვისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული