საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 15:48

საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტის დროს ორი უხეში შეცდომა დაუშვა:

პირველი, მან განაცხადა: “სამწუხროდ, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტური შეთანხმება, როგორიცაა მინსკის შეთანხმება, რომელმაც შესაძლოა გაითვალისწინოს რუსული ჯარის გაყვანა“.

2008 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც რუსული სამხედროების გაყვანას ითვალისწინებდა, მაგრამ პრეზიდენტ პოროშენკოსგან განსხვავებით, 2008 წელს მე უარი ვთქვი ამეღო პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიებისთვია სტატუსი მიმენიჭებინა, როგორც ამას სარკოზი რუსეთის ზეგავლენით ითხოვდა. პოროშენკოს კი ზეწოლის გამო დათმობა მოუხდა და ტერიტორიების საკითხი, როგორც მოლაპარაკების ნაწილი ისე შეიტანა. ასე, რომ ძვირფასო პეტრო ალექსის ძევ, მოლაპარაკება სამხედრო ნაწილის გაყვანზე ჩვენ გვქონდა (სხვა საქმეა ის, რომ რუსეთი ორივე შემთხვევაში ამას არ ასრულებს), შეთანხმების შინაარსი არ იყო კაბალური, განსხვავებით მინსკის შეთანხმებისა.

მეორე შეცდომა კი პირადად მე მეხება. რა იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მოგმართავთ? ხართ მზად დაარღვიოთ კონსტიტუცია და ადამიანის საერთაშორისო უფლებები და განიხილოთ უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი?

შეცვალეთ თქვენი იურიდული მრჩეველები, ბატონო პრეზიდენტო!

და კიდევ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, არ დავხვედროდი ან არ გამეცილებინოს უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ–მინისტრი აეროპორტში. ეს ისე, საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გამოუშვა.

ჩემთვის, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტისთვის არ მომწონს, როცა ასე ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის “დამცირებას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 15:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics