საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე  აცხადებს დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში 6–11 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურა ღამითაც მოიმატებს და 10–15 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამაღამ 2–7 გრადუსია მოსალოდნელი. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დღისით დაახლოებით 14–19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5–10 გრადუსი.

7 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, ხოლო 7 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამყოფ ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ