საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება – „გარბენი უკრაინისთვის“ – გაიმართება

5 ივნისს, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“.

„გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 მაისს, 12:00 საათზე , სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“-ში პრესკონფერენცია გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

„5 ივნისს მონაწილეების ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

გარბენს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები და სპორტული ფედერაციები. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, „biletebi.ge“ და უკრაინელი მოხალისეების ორგანიზაცია „გაერთიანება უკრაინისთვის”, – ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მისი ქმედებიდან გამომდინარეა
შემდეგი სტატიავარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს