15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 694 მართვის მოწმობა გაიცა, აქედან 36%, ანუ 251 რუსეთის მოქალაქეებმა აიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 128 მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი 99-მა.

ქართული მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან პაკისტანის მოქალაქეები, ხუთეულში შედიან ინდოეთის, ბელარუსის, უკრაინის მოქალაქეები.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ top-10 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებმაც 2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:

რუსეთი – 251

პაკისტანი – 87

ინდოეთი – 86

ბელარუსი – 79

უკრაინა – 47

აზერბაიჯანი – 27

ირანი – 14

თურქეთი – 11

იორდანია – 11

ნეპალი – 9

საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.

banner
წინა სტატიაში“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”-აგროქიზიყი
შემდეგი სტატიაIOC-მა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა