საქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი – მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს, ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ

გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, საქართველოში ის შვებულებაში ყოფნის დროს, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი. მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ“, – განაცხადა ხუჩიევმა.

გროზნოს მერი „კურიერმა“ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა მას საქართველოში ყოფნის მიზეზებზე არ უსაუბრია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევს შეხვედრები თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა ვის შეხვდა და რა თემაზე ესაუბრა, უცნობია.

banner
წინა სტატიაშისკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაანატოლი ბერძენიშვილი ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და ქალაქ ხოფიდან მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო