საქართველოში წარმოებულ სამედიცინო პირბადეებს, კონკრეტული პროფესიის წარმოადგენლები უფასოდ მიიღებენ- ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეების პირველ პარტიას, ეკონომიკის სამინისტრო უფასოდ დაურიგებს იმ რისკშემცვლელ პროფესიების წარმომადგენლებს, მაგალითად მებაჟეები, სამედიცინო პეროსონალი, მოლარეები, რომელთაც ყოველდღიურად ადამინებთან კონტაქტი უწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი’’ავრცელებს.

რაც შეეხება სამედიცინო პირბადეების ფასს, ჯერჯერობით განსაზღვრული არაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება. აღნიშნული კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, წარმოებულ 500 000 პირბადეს უფასოდ გადასცემს.

banner
წინა სტატიაშისაკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 57 პირი რჩება