საქართველოში ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

მიტინგებისა და სხვა საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება:

“ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს!
მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში. ადმინისტრაციული ბრალდებები ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა.” – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
გუშინ, 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. პირველ ეტაპზე იგეგმება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. მზადაა შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელიც.
გარდა ამისა, მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. პოლიციისადმი მესამედ დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის წესით – 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება;
აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
banner
წინა სტატიაშიჩინეთის, პაკისტანის, ჩადის, ეგვიპტისა და ინდოეთის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გავაძევეთ – მიგრაციის დეპარტამენტი
შემდეგი სტატიაანა წითლიძე – 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პროფესორობას შეეშვას, ორგანიზატორებს თუ რამე სათქმელი აქვთ, თვითონ იტყვიან