საქართველოში სულ 979 813​ აცრაა ჩატარებული, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა სენაკში – მდინარეში 18 წლის მოზარდი დაიხრჩო