“საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მართლმსაჯულება დამარცხდა”- ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერელური ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატია დამარცხდა.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება. ხელისუფლების მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ხვალიდან ან რამდენიმე თვის მერე ჩვენ უვიზო მიმოსვლა ისვე არ გვქონდეს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

“ძალიან გულუბრყვილოა, ვინც ფიქრობს, რომ 1 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების უკან წაღება ასევე მარტივად ვერ მოხდება. რა თქმა უნდა მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ყველა კარს დაგვიკეტავენ. ეს იმდენად მყოფე დოკუმენტია, რომ მისი შერყევა მარტივად შეიძლება და ეს თვითონ ხელისუფლებამ გააკეთა”, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ტელეკომპანია მანამდე გააშუქებს მოვლენებს, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება. “როცა ეს აღარ შეგვეძლება, შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა სიტყვის თავისუფლება”, – თქვა გვარამიამ.

ვაპირებთ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიტანოთ განაცხადი, ეს ძალიან რთული პროცედურაა და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს საკითხი. ამასთან, მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილონ ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელები და მიიღონ გადაწყვეტილება, რაც ავტომატურად შეაჩერებს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება არ იმსახურებს, რომ ქართველ ხალხს მართავდეს.

 

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: გვარამიას ყურადღებას ნუ მიაქცევთ
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელსაც ცხრავე მოსამართლე აწერს ხელს