საქართველოში სიგარეტების ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა

Marlboro – 9 ლარი PARLIAMENT – 11.20 ლარი, თამბაქოს ფასმა მოიმატა

საქართველოში სიგარეტების – “სობრანიეს” “კენტის” და “პარლამენტის” ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა. სუპერმარკეტებში გაძვირებული თამბაქო უკვე მესამე დღეა იყიდება.
მომხმარებელს “პარლამენტ აქვას” და “პარლამენტ სილვერის” შეძენა აქამდე თუ 3,7 ლარად შეეძლო, ახლა მისი ფასი 4 ლარია. “კენტის” ფასი 3 ლარს შეადგენდა, ახლა კი მისი შეძენა 3,2 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება “სობრანიეს” მისი ღირებულება 3,7 ლარი იყო, ახლა კი ფასმა 30 თეთრით მოიმატა.

ჯერჯერობით უცნობია გაძვირდება თუ არა სხვა მარკის სიგარეტები.

მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს – თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს. მთავრობის ვარაუდით, ამით საბიუჯეტო შემოსავლები 190-200 მილიონი ლარით გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წევრი ზურაბ პატარაძე აირჩიეს
შემდეგი სტატიასაქართველოდან ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა