საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმია

საქართველოში თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 152 ათასს შეადგენს, რაც სიდიდით მესამე ქალაქის – ქუთაისის მოსახლეობას 5 ათასით აღემატება. თბილისი რიგით მეორე ქალაქს მოსახლეობის რაოდენობით 7.2-ჯერ აღემატება. ქვეყანაში ურბანიზაციის დონე კი 57%-ს შეადგენს.

საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

თბილისი – 1 108 717 მაცხოვრებელი
ბათუმი – 152 839 მაცხოვრებელი
ქუთაისი – 147 635 მაცხოვრებელი
რუსთავი – 125 103 მაცხოვრებელი
გორი – 48 143 მაცხოვრებელი
ზუგდიდი – 42 998 მაცხოვრებელი
ფოთი – 41 465 მაცხოვრებელი
თელავი – 19 629 მაცხოვრებელი
ახალციხე – 17 903 მაცხოვრებელი
ოზურგეთი – 14 785 მაცხოვრებელი
საქართველოში ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ს შეადგენს, სოფლად კი 1 591 181 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი 2/3 თბილისშია თავმოყრილი. ფაქტი, რომ თბილისი მოსახლეობით შემდეგ დიდ ქალაქ – ბათუმს შვიდჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. საქართველოში სოფლიდან ქალაქში მიგრაციის პროცესში მთავარი მიმართულება თბილისია და არა სხვა რეგიონული ცენტრები, რაც აფეხრებს ისეთი ქალაქების ეკონომიკურ განვითარებას როგირცაა ქუთაისი, გორი, ფოთი და სხვა ქალაქები.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 28.5% შიდა მიგრანტია. შიდა მიგრანტთა უმეტესი ნაწილი – 33% თბილისში ცხოვრობს, ასევე მიგრანტთა 15% ცხოვრობს იმერეთში, 9.6% სამეგრელოში, 9% ქვემო ქართლში, 8.6% კახეთში, 7% აჭარაში, 6.9% შიდა ქართლში, 3.4% ჯავახეთში, 3.3% მცხეთა-მთიანეთში, 3.1% გურიაში, 1% კი რაჭაში.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებაზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები არ გამართულა
შემდეგი სტატიაIRI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის მთავარი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია