33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

საქართველოში, შესაძლოა, ზეთი გაძვირდეს

საქართველოში, შესაძლოა, ზეთი გაძვირდეს – რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამჯერ გაზარდა.

ინფორმაციას BPN რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ტონაზე 1.337.5 რუბლიდან 3.294.2 რუბლამდე [17-დან 42 დოლარამდე] იზრდება.

მათივე ცნობით, მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადი, ისევე როგორც მაისსა და ივნისში, კვლავ ნულოვანი რჩება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადასახადების გამოსათვლელად გამოყენებული საორიენტაციო ფასები ზეთისთვის ტონაზე 1.297.2 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ერთი თვის წინ 1.292.3 დოლარი იყო, შროტზე კი ტონაზე 200.3-დან 215 დოლარამდე გაიზარდა.

გამოცემა წერს, რომ გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს, რაც თვიური საბაზრო ფასების საშუალო არითმეტიკული ოდენობაა. მზესუმზირის ზეთის საბაზისო ფასი ტონაზე 90.750 რუბლი (1163 დოლარი), ხოლო შროტზე 17.463 რუბლია (224 დოლარია)

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: გაოცებული და განცვიფრებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს
შემდეგი სტატიარუსეთმა და ჩინეთმა 2025 წელს საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარეს- Reuters