საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს

საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ მსხვილ მწარმოებელთან, რათა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – შემოვლითი რკინიგზის პროექტი სრულიად ობიექტურად შეჩერდა, ვინაიდან ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა