საქართველოში შაქარი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა

საქართველოში შაქარი გაძვირდა. აღნიშნულ პროდუქტზე ფასის მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზრებზე შაქარზე ფასის ზრდაა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე ფასის ცვლილება დოლართან მიმართებით ლარის კურსის ვარდნამაც გამოიწვია. 1 ტომარა შაქრის ღირებულება, ბოლო დღეების განმავლობაში, 85 ლარიდან 102 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად მოიმატა 1 კილოგრამი შაქრის ღირებულებამაც. თუ დაახლოებით 10 დღის წინ 1 კილოგრამი შაქარი 1 ლარი და 65 თეთრი ღირდა დღეს მისი ღირებულება სარეალიზაციო ობიექტების დიდ ნაწილში 2, 20-2,30 თეთრია.

შაქრის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის აგარის შაქრის გენერალური დირექტორი პროდუქტის გაძვირების მთავარ ფაქტორად საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებულ ფასს ასახელებს. როგორი იქნება შაქრის ფასი ახლო მომავალში ალხან ალიზადე პროგნოზებს ვერ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ შესაბამისი მარაგები არსებობს და ამ მხრივ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნება. „ბოლო სამი წელია ასეთი მაღალი ფასი არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ერთი ტომარა შაქრის საბითუმო ფასი 93 ლარი და 60 თეთრია, კილოგრამის ღირებულება კი 1,87 თეთრს შეადგენს“, – აცხადებს „ბიზნესკონტრაქტთან“ ალიზადე.

ბლუმბერგის ლაბორატორიის ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ერთი წელია შაქრის ფასზე აღმავალი ტრენდი ფიქსირდება. მიმდინარე სეზონზე კი ამის გამომწვევი მიზეზი შაქრის მწარმოებელ ქვეყნებში ცუდი მოსავალია. სწორედ ამის გამო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით , ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე შაქარი 6,7%-ით გაძვირდა. ასევე პროდუქციის ფასის ინდექსი გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც მაკა ღანიაშვილის თქმით, სწორედ შაქრის ფასი იყო.

რაც შეეხება პროგნოზებს, ფინანსურ ბაზრებზე არის მოლოდინი რომ შაქრის ფასი ისევ მაღალ ნიშნულს შეიარჩუნებს, შესაბამისად ტრეიდერები ფასის ზრდას მომავალშიც ელოდებიან, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს ქართულ ბაზარზე არსებულ ფასებზეც.

წყარო

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა = პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტი
შემდეგი სტატიაინდონეზიის პრეზიდენტი: პედოფილიის აღმოფხვრა შესაძლებელია ქიმიური კასტრაციით