10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ღირებულებამ საერთო ჯამში 47 თეთრიდან 1.24 ლარამდე მოიმატა.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე სუპერის ტიპის საწვავის ფასი 3.59 ლარიდან 4.19 თეთრამდე მერყეობს. პრემიუმ ტიპის საწვავის ფასი კი 3.49 ლარიდან 3.79 ლარამდე. ევრო რეგულარის ფასი კი 3.29 ლარიდან 3.63 ლარამდეა.

28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით მეხუთედი, ბაზარს სწორედ, ჰორმუზის სრუტით მიეწოდება.

banner
წინა სტატიაში“ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი”: ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელია
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი მოკლეს