საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს NDI და IRI აქტიურად დააკვირდებიან

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს „ეროვნულ დემოკრატიული“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტები” (IRI) აქტიურად დააკვირდებიან.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არ სურთ, იხილონ რომელიმე პარტიის მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო ინსტრუმენტების გამოყენება. დენიელ თუაინინგის თქმით, მსოფლიო დააკვირდება, გრძელდება თუ არა საქართველოში დემოკრატიის პროგრესი.

„ცხადია, საქართველოში თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, მრავალპარტიული პოლიტიკის ნახვა გვსურს და არ გვინდა ვიხილოთ, რომელიმე პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო ინსტრუმენტებს იყენებდეს. გვინდა, ყველას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და ხმის მიცემის თავისუფალი საშუალება. გვსურს ძლიერი პოლიტიკური კონკურენციის და შეჯიბრის ნახვა იმ საკითხების გამოხატვით, რომელიც ქართველ ხალხს აინტერესებს. საქართველო ძლიერი დემოკრატიის ძალიან წარმატებულ მაგალითად განიხილება. დღეს არის ხალხი, რომელიც სვამს შეკითხვებს საქართველოს პროგრესის შესახებ, თუ აგრძელებს პროგრესს საქართველოს დემოკრატია. ვფიქრობ, მსოფლიო დააკვირდება, თუ არის დემოკრატიის პროგრესი საქართველოში,“- განაცხადა დენიელ თუაინინგმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტის, დერექ მითჩელის თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური დემოკრატია.

„საქართველოს, უკრაინის მაგალითები, ის, რაც ხდება სომხეთში. იმედს გვაძლევს. ძალიან აქტიურად დავაკვირდებით და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებთ ქართველ ხალხს. ნებისმიერი არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის აგზავნის სიგნალს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას,“- განაცხადა დერექ მითჩელმა.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა
შემდეგი სტატია“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო” – IRI-ის პრეზიდენტი