საქართველოში საფრანგეთის ელჩი: მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. კოლასი აცხადებს, რომ სურს, შეაქოს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულის შესახებ დიეგო კოლასი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოში, ისევე როგორც საფრანგეთსა და ევროკავშირში, ჩვენ მღელვარებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკას და ძალიან ვზრუნავთ ჩვენს დემოკრატიაზე. ეს გვაახლოებს. ადგილობრივი არჩევნების დაწყებისთანავე, მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად. მადლობა ეუთო/ოდირს გაწეული სამუშაოსთვის“, – აცხადებს დიეგო კოლასი.

banner
წინა სტატიაში5 საარჩევნო უბანზე 5 ინციდენტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაუკრაინელი დამკვირვებელი – არ შეგვიმჩნევია მნიშვნელოვანი დარღვევები