საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება

საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54,314-ს შეადგენს.

საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. №1 – თავისუფალისაქართველო; №5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 – ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 – სახალხო ხელისუფლება; №41- ქართული ოცნება.

რაც შეეხებათ კანდიდატებს, გლდანში კენჭს იყრიან ნინო ჯურხაძე, #1 („თავისუფალი საქართველო“); ზურაბ კვანტალიანი # 24 („სახალხო ხელისუფლება“) ბორია ფირცხელიანი, #41 („ქართული ოცნება“).

გარდაბანის 21, 08 მაჟორიტარულ ოლქში – დავით ხვისტანი, #1 („თავისუფალი საქართველო“); ტოპიკ ახმედოვი # 24 („სახალხო ხელისუფლება“); ფახრიდან შარიფოვი, #41 („ქართული ოცნება“), ჯემალ მურადხანოვი, #42 (საინიციატივო ჯგუფი).

გარდაბნის 21, 18 მაჟორიტარულ ოლქში – ჯამილა გასანოვა, #1 („თავისუფალი საქართველო“); ვუგარ მამედოვი, #41 („ქართული ოცნება“).

კასპში – სოლომონ ტატანაშვილი, #1 („თავისუფალი საქართველო“); ციცინო აბუაშვილი, #5 (ნაციონალური მოძრაობა); ალექსანდრე მერაბიშვილი, #41 („ქართული ოცნება“).

წყალტუბოში – მურად ზაქარიაძე, #41 („ქართული ოცნება“); ბუხუტი ფირცხალავა, #41 („ქართული ოცნება“); ივანე როყვა, #33 („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“).

ოზურგეთის 60.01.04 მაჟორიტარულ ოლქში – ვასილ ჩიგოგიძე ,#41 („ქართული ოცნება“); გრიგოლ კალანდარიშვილი, #42 (საინიციატივო ჯგუფი).

ოზურგეთის 60, 05 მაჟორიტარულ ოლქში – ბესიკ ქათამაძე, #5 („ნაციონალური მოძრაობა“); ნონა ტუნაძე, #41 („ქართული ოცნება“);

ხობში – კობა კაკულია, #41 („ქართული ოცნება“).

ზუგდიდში – თეონა ქარდავა, #1 („თავისუფალი საქართველო“); ვარადებული ლაშხია, #5 („ნაციონალური მოძრაობა“); ამირან ლაგვილავა, #41 („ქართული ოცნება“).

ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს.

ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე: results.cec.gov.ge.

არჩევნებს დააკვირდება 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედიაორგანიზაციის 300 წარმომადგენელი გააშუქებს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: “კიდევ ერთხელ მრცხვენია რომ ქართველი ვარ”
შემდეგი სტატიაცესკო: შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს