საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში შემოსვლის პირობებში ჩვენთან საკარანტინო სივრცეები, ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე, ვამცირებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ, რომლებსაც ასევე, ექნებათ ვალდებულება, რომ 12-ე დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.

“იქნება 8 დღე, 8 დღის შემდეგ იქნება PCR-ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12-ე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის ჩატარება. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად განახლდება, სრულყოფილად კი პროცესი პირველ ოქტომბერს აღდგება
შემდეგი სტატიასაქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15 სექტემბრიდან ვალდებულება ექნებათ, 72-საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი წარმოადგინონ