10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით გაიზარდა

გამოცემა “ბიზნესპრესნიუსის” მიერ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით გაიზარდა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთიდან 2026 წლის იანვარ-თებერვალში 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 42 060 ტონა ხორბალი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 8.2 მლნ დოლარს (32 812 ტონა) აღწევდა.

რაც შეეხება სხვა სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი მხოლოდ 4 ქვეყნიდან განხორციელდა, მონაცემები კი ასე გამოყურება:

• რუსეთი – 10.7 მილიონი აშშ დოლარის 42 060 ტონა
• ყაზახეთი – 1.5 მილიონი აშშ დოლარის 6 578 ტონა
•ბელარუსი – 16.6 ათასი აშშ დოლარის 21.6 ტონა
• თურქეთი – 3.6 ათასი აშშ დოლარის 5.5 ტონა

banner
წინა სტატიაშიისრაელი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასომხური მედია: სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს შორის