საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოდიან

,,იზვესტია“ -ს ცნობით, ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში მოიწვიეს.

რუსეთის დუმაში დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსი დეპუტატების დელეგაცია საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩავა იმ ქართველ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც შეხვედრის ინიციატორები იყვნენ.

გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ რუსულ-ქართული დიალოგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი და პრინციპში, არც არსებობდა. „თუმცა, ორი ქვეყნის პარლამენტართა ძალისხმევით, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ამ არხის აღდგენას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო არის პოლიტიკოსი,რომელიც არასდროს ჩაიდენს პოლიტიკური თვითმკვლელობის
შემდეგი სტატიასაქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა