14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველოში ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

მაისიდან, შესაძლოა, საქართველოში ერთი ტომარა ფქვილი 2 ლარით გაძვირდეს.

როგორც „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ამბობს,  ამის მიზეზი პროდუქციის თვითღირებულების ზრდაა, რაც ძირითადად, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, ენერგომატარებლების გაძვირებამ გამოიწვია.

“მაისიდან მაინც ველით გარკვეულ გაძვირებას. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის თვითღირებულება მხოლოდ ხორბლის ფასს არ უკავშირდება. რეგიონში არსებული ვითარების გამო გაიზარდა ენერგომატარებლების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების ღირებულება. ასევე, გაძვირდა ფქვილის შესაფუთი ტომრებიც.
 გასათვალისწინებელია ისიც, რომ 50-კილოგრამიანი ტომრის თვითღირებულება მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო 50 თეთრით გაგვიძვირდა.
თვითღირებულებაში თითოეულ ამ დეტალს თავისი წვლილი შეაქვს, რაც ჯამში, დაახლოებით, 2-ლარიან სხვაობას გვაძლევს. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მაისიდან ერთი ტომარა ფქვილის ფასი სწორედ 2 ლარის ფარგლებში გაიზრდება“, – აცხადებს ლადო ბიძინაშვილი “ბიზნესპრესნიუსთან”

მისივე თქმით, ერთ ტომარა ფქვილზე ფასის 2-ლარიანი ზრდა პურპროდუქტების ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება