26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

საქართველოში პოლონეთის საელჩო შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევას, – ამის შესახებ საელჩოს ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს, და ყველა მორწმუნეს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ ერთობასა და აღმავლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისექტემბრიდან ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის და სხვა ცხოველური პროდუქტების იმპორტს აკრძალავს
შემდეგი სტატიასაქართველოში, ნარკოლოგიურ ცნობაზე შეტანილი 4892 განაცხადიდან, დადებითი შედეგი 3789-ზე მოვიდა