საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობასთან უნდა გაიმართოს მზადება დასრულებულია.
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.

საზეიმო ღონისძიებების გამო, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ სამგორამდე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება.

შეზღუდვა დილის 9:00 საათიდან 14:00 საათამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიდაცვის უფროსი შეიძლება დაინიშნოს და გათავისუფლდეს, ამ თემას ვერ გამოვეკიდები – ვოლსკი საპატრიაქოში მიმდინარე პროცესებზე
შემდეგი სტატიაზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს