საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი „თბილისი ჰილს“ იხსნება

1 ნოემბერს, 16:20 საათზე, საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბის „თბილისი ჰილს“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის მიმდგებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი, ქალბატონი კერსტი კალიულაიდი.

„თბილისი ჰილს“-მა 2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება განეხორციელებინა საერთაშორისო დონის გოლფ კლუბის მშენებლობა. პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანიების მიერ – Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf.

დღეის მგდომარეობით, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა შეადგენს 50 მლნ. ლარს, რის შედეგადაც შეიქმნა 70 ახალი სამუშაო ადგილი. მთლიანობაში, 331 ჰექტარზე განხორციელდა უპრეცედენტო ინვესტიცია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები – სატრანსპორტო გზები, სასმელი და საირიგაციო წყლის ინფრასტურქტურა, ელექტრომომარაგების და ბუნებრივი აირის მაგისტრალი, რაც ხელს შეუწყობს თბილისისა და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების განვითარებას.

შემდეგი 10 წლის განმავლობაში იგეგმება საზოგადოებრივი დამიშნულების ახალი შენობების, სასტუმროს და კერძო სახლების მშენებლობა, რაც დამატებით 250 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის და გარდაბნის ადგილობრივი თვითმმართველობების.

რეგიონში მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და სპორტის ახალი ოლიმპიური დისციპლინის განვითარებას საქართველოში, ასევე სხვა საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

„თბილისის ჰილსი“-ს გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი მოეწყო 56 ჰექტარზე, რომელიც სარეკრეაციო ზონად ითვლება. მისი არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის Tilander Golf Design-ს. პრემიუმ კლასის გოლფის მოედნის დიზაინი სპერიცალურად თბილისი ჰილსისთვის შეიქმნა. კომპანიას ევროპის გარშემო გოლფის საუკეთესო მოედნების დაგეგმვის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ორი მათგანი, Golf World UK-მ 2015 წელს კონტინენტური ევროპის საუკეთესო მოედნებად აღიარა. თბილისი ჰილსის გოლფის მოედნის მთავარი არქიტექტორი თავად ლასსი პეკა ტილანდერია, ფინეთიდან.

აღნიშნული პროექტის გარდა, მთავარი ინვესტორი, ბატონი
ოლეგ ოსინოვსკი, მსხვილ ინვესტიციებს ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, დასრულებული კინტრიში ჰესის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 17 მლნ. აშშ დოლარს, მიმდინარე ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 27 მლნ. აშშ დოლარს, ასევე, დაგეგმილი მაგანა ჰესის პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 70 მლნ. აშშ დოლარს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი:ეს აშშ-ში არ უნდა მოხდეს!
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი