საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ხვალ, 24 მარტს შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ხვალ, 24 მარტს შემოვა.

“ფაიზერის ვაქცინა, როგორც ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხვალ უნდა შემოვდიეს საქართველოში, შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ვაქცინა ყველა დაშვებული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი
შემდეგი სტატია10 ფაქტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ