საქართველოში ოქრო კიდევ ორი ლარით გაძვირდა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გასულ დღეებში თბილისის ოქროს ბირჟაზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს საშუალო ფასი 352 ლარი იყო, დღეს კი 354 ლარამდე მერყეობს. მათივე ცნობით, ამას გლობალური ტენდენცია განაპირობებს – Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 5.2 დოლარით გაიზარდა და 4 053 დოლარი შეადგინა.
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.13%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.38%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო წლიურად 21%-იანი მატება ფიქსირდება.















