29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საქართველოში ოქრო გაძვირდა

საქართველოში ოქრო 6 ლარით გაძვირდა. ინფორმაციას გამოცემა bpn.ge ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ძვირფასი ლითონი საშუალოდ 356 ლარი ღირს მაშინ, როდესაც გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 350 ლარი იყო.

მათივე ცნობით, ამას გლობალურ ბაზარზე ოქროს გაძვირება განაპირობებს – ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება დღიურად 39 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 072 დოლარი შეადგინა. გამოცემა Gold Price-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ დღეში ძვირფასი ლითონის ფასი 0.98%-ით არის გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშივალერი ჩეჩელაშვილი: ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიამიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს