21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

საქართველოში ოქრო გაძვირდა

საქართველოში ოქრო კიდევ 3 ლარით გაძვირდა.

ინფორმაციას გამოცემა bpn. ge ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ძვირფასი ლითონი საშუალოდ 364 ლარი ღირს მაშინ, როდესაც გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 361 ლარი იყო.

მათივე ცნობით, ამას გლობალურ ბაზარზე ოქროს გაძვირება განაპირობებს – ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 63 დოლარით გაიზარდა და 4 175 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.5%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 8.2%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 23%-იანი ზრდა ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაში„თავისუფლების მოედანი“ სამეგრელოში შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი: წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა