„ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

მათივე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 48 შემთხვევა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი გუშინ განაცხადა, რომ ფაქტობრივად „ომიკრონის“ შტამმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკუჭავას თქმით, ახალ “მნიშვნელოვან” პროექტზე იმუშავებს
შემდეგი სტატიამსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა