საქართველოში “ომიკრონის” 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.

ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა გარდაუვალია. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არ არის აცრილი, როგორც “ომიკრონი”, ასევე ნებისმიერი სხვა შტამი საფრთხის შემცველია.

“ახლა, როცა 55-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, რა თქმა უნდა საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება ამ სიიდან და უბრალოდ დროის ამბავია, გარკვეული დროის შემდეგ რა თქმა უნდა, დაფიქსირდება ახალი შტამი, გახდება გარკვეული დროის შემდეგ, 2-3 თვეში დომინანტი, როგორც აქამდე არსებული შტამები. ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია ბევრად უფრო მეტი ადამიანის დაავადება, ვიდრე ეს იყო აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. ჩვენთვის, ქართველი მოსახლეობისთვის, სადაც აუცრელი პოპულაცია ძალინ ბევრი გვყავს, ნებისმიერი შტამი, რაც არ უნდა გამოჩნდეს, ნებისმიერ შემთხვევაშ საფრთხე იქნება ძალიან დიდი, სანამ არ გვეყოლება ე.წ. იმუნური ფენა”, – თქვა მაია კაშიამ.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიასამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა