საქართველოში ომი რომ დაიწყოს, რუსეთისთვის მძიმე იქნება, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ საქართველო თუ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვება, ამ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული გვექნება დეკემბერში.

მისივე აზრით, საქართველოში ომი რომ დაიწყოს, რუსეთს მოუწევს რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო “მოაცდინოს”, რაც მისთვის მძიმე იქნება.

“საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს იქნება რა თქმა უნდა, მძიმე რუსეთისთვის, იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული ათასი, შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენი ათეული ათასი ესეც ზუსტად ვიცი, უნდა მოაცდინოს საქართველოში, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით, ყველაფრით, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით, მოლდოვაში არაფერი არ გართულდებოდა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ “ომში ჩართვის გრეშე” მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.

banner
წინა სტატიაში40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო
შემდეგი სტატიარიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს – კობახიძის პასუხი ოპოზიციას