საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი – შესანიშნავი ამინდი და მშვიდი ატმოსფეროა

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დოუმა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას Twitter-ით ავრცელებს.

იოჰანეს დოუმას თქმით, ხმის მიცემის დღეს ატმოსფერო მშვიდია.

„შესანიშნავი ამინდი და მშვიდი ატმოსფეროა. იმედია, ეს პირობები აისახება საარჩევნო პროცესსა და შედეგზეც“, – წერს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი.

იოჰანეს დოუმა დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკკენზ სმიტსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან ერთად, საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, მარნეულში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშინადირაშვილი: კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უბნებზე ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ
შემდეგი სტატიაენმ – ზუგდიდის რამდენიმე უბანთან მანქანებით გადაადგილდებიან და ფულს არიგებენ