საქართველოში ნატო-ში გაერთიანებას 85% ემხრობა – „ედისონ რისერჩი“-ს კვლევა

შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრებას 85% პასუხობს, რომ ემხრობა, ხოლო 15% წინააღმდეგია.

ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას? დადებითი პასუხი 90% გასცა, ხოლო 10% წინააღმდეგია.

 

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

banner
წინა სტატიაშიEdison Research-ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 63% ნეგატიურად აფასებს
შემდეგი სტატიაEdison Research-ის კვლევა: მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება