საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი 7 სექტემბერს ჩამოვა

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

საქართველოს 7 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იანს სტოლტენბერგი ნატო-ს ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისში ვიზიტს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით დაიწყებს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგი და კვირიკაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხბენ.

7 სექტემბერს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის გახსნა. იანს სტოლტენბერგი ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრით დაასრულებს.

ვიზიტის მეორე დღეს, 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვედრა აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამის შემდეგ უკვე პარალმენტში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, იანს სტოლტენბერგს შეხვედრა ექნება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

საქართველოს პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობით შეხვედრა. რომლის შემდეგაც, ავლაბრის რეზიდენციაში მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, მოეწყობა საჩვენებელი სწავლება წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ასევე ტური სიმულაციის ცენტრში, მტკიცე მხარდაჭერის მიისიის გადასროლისწინა სწავლების დემონსტრაცია.

8 სექტემბერსვე ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიიისა და უცმცირესობათა წარმომადგენლებთან საუბრის თემა იქნება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხები.

ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილის 8 სექტემბერს დატოვებენ.

banner
წინა სტატიაში“მივარდნები და შეურაცხყოფები არის იმ ადამიანების ქმედება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესები მეორე პლანზე აქვთ გადატანილი”
შემდეგი სტატიაქაბულში დღე-ღამის განმავლობაში მეოთხე აფეთქება მოხდა