27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

საქართველოში, ნარკოლოგიურ ცნობაზე შეტანილი 4892 განაცხადიდან, დადებითი შედეგი 3789-ზე მოვიდა

2026 წლის პირველ კვარტალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ ცნობაზე შეტანილი 4892 განაცხადიდან, დადებითი შედეგი 3789-ზე მოვიდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთაგან, ყველაზე მეტი 25-44 ასაკობრივი კატეგორიის მამაკაცია.

რაც შეეხება დადებითი შედეგის მქონე პირებს, ეს მონაცემიც, შესაბამისად, ამავე ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.

ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უშუალოდ თბილისში ნარკოლოგიურ ცნობაზე შეტანილია 1667 განაცხადი. მათგან 1624 არის მამაკაცი, ხოლო 43 ქალი. ხოლო თბილისში, ამ მონაცემიდან დადებითი შედეგის მქონეა 1426 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პოლონეთის საელჩო შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს
შემდეგი სტატიალევან ჟორჟოლიანი: გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული იქნება წარმოდგენილი