საქართველოში კანადელი სტუდენტი დააკავეს – სიმონ როვენსკის ოჯახის ინფორმაციით, 22 წლის ბიჭის დაპატიმრების მიზეზი ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტი გახდა.
სიმონ როვენსკის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა საქართველოში მეგობართან ერთად მოგზაურობდა და თან ჰქონდა კანადელი ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი. თუმცა, საქართველოში ეს მედიკამენტი ნარკოტიკულ ნივთიერებად კლასიფიცირდება და მისი შემოტანისთვის საჭიროა სპეციალური დოკუმენტაცია და ქართულად თარგმნილი რეცეპტი.
ოჯახის თქმით, როვენსკის შესაბამისი დოკუმენტები არ ჰქონდა წარდგენილი, რის შემდეგაც ის საზღვარზე დააკავეს.
სიმონ როვენსკს ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანა და ფლობა. ოჯახის ინფორმაციით, მას 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო სასამართლო პროცესი 25 ივნისისთვისაა დანიშნული.
დაკავებულის ახლობლებმამიმართვა გაავრცელეს, სადაც მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავენ – როვენსკების თქმით, შეგროვებული თანხა ადვოკატის მომსახურებასა და სამართლებრივ ხარჯებს მოხმარდება.















